საქართველოს პრემიერ-მინისტრი Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს, ჯარედ კოენს შეხვდა
17-02-2023, 20:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის - Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს, ჯარედ კოენს შეხვდა.

 

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული მდგომარეობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

 

აღინიშნა, რომ გასულ წელს, მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული გართულებებისა, საქართველო განაგრძობს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი.

 

ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2022 წელს 47,36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი