დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ამის მიზეზად დაასახელა თავისი შესაძლებლობების ამოწურვა, განაგრძოს პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.
„მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, – წერს გოცირიძე „ფეისბუქში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.