ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
როგორც ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას.
“მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას.
ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად”,-აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.