ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა
18-02-2023, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

 

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა იმ დიდ დახმარებას, რომელსაც აშშ წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არის და დარჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ითქვა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ინვესტიციებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში და ეკონომიკის განვითარებასა და დაკავშირებადობაში.

 

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი