ენმ-ის წევრებსა და ირაკლი შოთაძეს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
26-11-2015, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

 

 

პეტრე ცისკარიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოძიებით დაინტერესდა და შოთაძეს ლალი ბიწოშვილის განცხადება შეახსენა, სადაც ის ქართულ ოცნებას რაფალიანცის მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა.

 

 

"თქვენ ორი ასეთი სპეცოპერაცია დადგით: პირველი ციხის კადრები, მეორე ეს ბავშვის საზარელი მკვლელობა იმიტომ, რომ არჩევნებში გაგემარჯვათ. ვერ დადგინდა სიმართლე, ვერ იძიებთ ამ საქმეს. თავისთავად ეს არის არაკვალიფიცირებული პასუხი და აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილის ქართული ოცნების ორგანიზებით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და არ გინდათ, რომ სიმართლე დადგინდეს,"- განაცხადა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ ის საქმეს არ იცობს.

 

 

შოთაძემ დღეს დეპუტატების წინაშე პირობა დადო, რომ თუ ის გახდება მთავარი პროკურორი, მთელ ძალისხმევას მიმართავს რაფალიანცის საქმის გამოძიების დასრულებისკენ.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც გამოძიებული უნდა იქნეს და საბოლოოდ უნდა გაეცეს კითხვებს პასუხი ვინ ჩაიდინა ეს საზარელი ქმედება. მე ამ საქმესთან არ მქონია შეხება. მე თუ ამირჩევენ მთავარ პროკურორად მთელ ძალისხმევას მივმართავს იმისკენ, რომ ეს საქმე გაიხსნას,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

ენმ-ს კიდევ ერთი წევრი გივი თარგამაძემ კი კანდიდატი ყოფილ პრემიერის არაოფიციალური მმართველობის ნაწილად მოიხსენია.

 

 

"თქვენი წარდგენა არის იმ ფიქციის გაგრძელება, როდესაც მთელი ეს პერიოდი იყავით ოთარ ფარცხალაძის მარიონეტი. თქვენ ახლა უნდა ჩაანაცვლოთ საკუთარი თავი და რეალურად ისევ ოთარ ფარცხალაძე უნდა წარმოადგინოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. მინდა გკითხოთ, რამდენად აცნობიერებთ, რომ თქვენ ხართ ნაწილი იმ დანაშაულებრივი, არაფორმალური მმართველობისა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით შეადგენს მისი ვაჟი ბერა ივანიშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, კახი კალაძე, ოთარ ფარცხალაძე და ნაწილობრივ ადიკო ივანიშვილი?"- აღნიშნა დეპუტატმა.

 

 

ეკა ხერხეულიძის შეკითხვა "რუსთავი-2"- ის გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიას შანტაჟისა და მუქარის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა.

 

 

"სხვა მოწმე არავინ არ არის, ვინც დაადასტურებდა ნიკა გვარამიას სიტყვებს, ასევე ალექსი ახვლედიანის სიტყვებს, შესაბამისად, ჩვენ მტკიცებულებების კუთხით ჩიხში ვართ შესული. მართლა ჩემთვის კითხვის ნიშანი არსებობს როგორ შეიძლება ამ ფაქტს მოვფინოთ ნათელი. ეს არის რეალობა,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

"ნუ გგონიათ ხალხი შეეგუება, რომ თქვენ შეგიძლიათ მსგავსი თემებით მსგავსი მეთოდებით აშანტაჟოთ ადამიანები, რომლებიც თქვენ არ გემონებიან, ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში,"- აღნიშნა შოთაძის საპასუხოდ ეკა ხერხეულიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი