პრემიერი: 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან, მას ჩვენი ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ორი სამხედრო ბაზა გააჩინა ჩვენს ტერიტორიაზე
18-02-2023, 20:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ, ეს უკვე არის წარმატება, წარმატებული შემთხვევა, მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება ომს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის-, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს საქართველოსაც ჰქონდა ომი რუსეთთან, რუსეთს საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ორი სამხედრო ბაზა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დიდი ძალისხმევა გაწიეს დეესკალაციის კუთხით და ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

 

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ, ეს უკვე არის წარმატება, წარმატებული შემთხვევა, მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება ომს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი მასშტაბის გამოწვევა. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ, რუსეთს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი. ორი სამხედრო ბაზა გააჩინა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთმა. მას შემდეგ ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 2012 წელს, ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ დეესკალაციის კუთხით. დეესკალაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია და გასულ წელსაც, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ვიტყვი შემდეგს: ამ ომს უკრაინაში ყველაზე აქვს გავლენა. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე. ეს არის დამანგრეველი ომი და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი