ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი შესაძლოა, რუსეთს იარაღით და საბრძოლო მასალებით დაეხმაროს
20-02-2023, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიცემას განიხილავს უკრაინის ომისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. როგორც მან CBS News-ს განუცხადა, ჩინური კომპანიები უკვე უწევდნენ „არალეტალურ მხარდაჭერას“ რუსეთს - და ახალი ინფორმაციით, პეკინმა შესაძლოა „ლეტალური მხარდაჭერა“ უზრუნველყოს. მან გააფრთხილა ჩინეთი, რომ ეს ესკალაცია მისთვის „სერიოზულ შედეგებს“ გამოიწვევს.

 

 

ჩინეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვმა სამხედრო აღჭურვილობა მოითხოვა. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა და მას რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჯერ კიდევ არ დაუგმია, თუმცა მან კონფლიქტში ნეიტრალურობის შენარჩუნება სცადა და მხარეებს მშვიდობისაკენ მოუწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს აშშ-ის მხრიდან „მითითებებს“ და „იძულებას“ რუსეთთან მისი ურთიერთობების გამო.

 


ბლინკენი CBS-ს მას შემდეგ ესაუბრა, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩინეთის მთავარ დიპლომატს, ვანგ იის შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მან „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა იმის შესახებ, რომ „ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთს ლეტალური მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს“.

 


„დღემდე ჩვენ ვნახეთ ჩინური კომპანიები... არალეტალურ მხარდაჭერას უწევენ რუსეთს უკრაინაში. ჩვენი ახლანდელი შეშფოთება ეფუძნება ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, რომ ისინი განიხილავენ ლეტალური დახმარების გაწევას“, - თქვა მან.

 


ბლინკენს არ განუმარტავს, რა ინფორმაცია მიიღო შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის პოტენციურ გეგმებზე. შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება მისცეს ჩინეთმა რუსეთს, მან უპასუხა, რომ ეს იქნება ძირითადად იარაღი და საბრძოლო მასალა. თუ ჩინეთმა რუსეთს იარაღი მიაწოდა, ეს გამოიწვევს „სერიოზულ პრობლემას ჩვენთვის და ჩვენს ურთიერთობაში“, - დასძინა მან.

 


ბლინკენმა ასევე თქვა, რომ აშშ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჩინეთი ეხმარება რუსეთს დასავლეთის სანქციების თავიდან არიდებაში, რომლებიც შექმნილია რუსეთის ეკონომიკის შესასუსტებლად. ჩინეთის ვაჭრობა რუსეთთან იზრდება და ის რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია.

 

კომენტარები: 1
#1   seo
      
This is such a great resource that you are providing and you give it away for free. I love seeing blog that understand the value of providing a quality resource for free. ts911
21 თებერვალი 2023 08:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი