კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის (ISMS) უწყებთშორისი კურსი მიმდინარეობს. სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლები ესწრებიან.
სწავლება სტანდარტების ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) მიერ ISO 27001 სტანდარტზე დაყრდნობით ტარდება. კურსი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად თანამშრომელთა შესაძლებლობების ზრდას ისახავს მიზნად. კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO PDP), რათა როგორც უწყებრივ, ასევე ეროვნულ დონეზე ხელი შეუწყოს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გარემოს მდგრად განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.