ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) გათვალისწინებული საშინაო დავალება შესრულებულია და 15 დეკემბერის დასკვნა პოზიტიური იქნება. ამის შესახებ რინკევიჩსმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ყველანი ველოდებით ევროკომისიის დასკვნას. ვფიქრობ, რომ საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს, საშინაო დავალება შესრულებულია. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ დასკვნა პოზიტიური იქნება და ჩვენ გვექნება საშუალება, მოვახდინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში. კითხვა – არის თუ არა ევროპა მზად ტერორიზმთან ბრძოლისა და მიგრანტების კრიზისის ფონზე ახალი ვალდებულება აიღოს – ნამდვილად ლეგიტიმურია, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და ევროპაში მიგრანტების კრიზისს შორის კავშირი არ არის. საქართველომ გაატარა ყველა საჭირო ცვლილება კანონმდებლობაში, ყველა საჭირო სისტემა მუშაობს. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩემი საუბრების დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, არავის უთქვამს, რომ არის რაიმე კავშირი საემიგრაციო კრიზისს ან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას შორის. საქართველომაც და ევროკავშირმაც უნდა შეასრულონ საკუთარი დაპირებები, რაც არ უნდა მოხდეს. დღეს ევროკავშირში, გარდა რადიკალური პოლიტიკოსებისა, რომლებიც ითხოვენ შენგენის ზონის სრულ დახურვას, მე ასეთი მოსაზრებები არ მომისმენია. ასე რომ, თუ საქართველო დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მან უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა. საბოლო ჯამში პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ და ევრპარლამენტმა უნდა მიიღონ, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვითხოვთ, რომ თუ ევროსაბჭოს დასკვნა იქნება პოზიტიური, პოლიტიკური გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ასევე პოზიტიური", - განაცხადა რინკევიჩსმა.
საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე რიგით მეოთხე ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.