კახა კალაძემ მარია ზახაროვას მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებასა და „ე.წ. მეგობრების განცხადებებზე“ თქვა, რომ „საერთოდ არ არის საინტერესო“
21-02-2023, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებაში და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით გველაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების შეფასებას ეხებოდა.

 


თბილისის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად სტატუსისა.

 


„ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვიცავთ კანონებს, პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, პატივს ვცემთ მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ჩვენ ყველა ვართ თანასწორუფლებიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი