გიორგი გახარია: მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილებს - გადამალული ივანიშვილი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და უნდა იცოდეთ, რომ ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ივანიშვილისკენ
21-02-2023, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და თქვენ უნდა იცოდეთ და გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

 


მან აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს აქვს რეალური შეაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა.

 


„ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს, ოკუპაციას და ომს. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში სამწუხაროდ, საქართველოს, არ აქვს. ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეფუძნება. ამ გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას: გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ევროპასთან? და სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით, აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსახვავებული აზრი აქვს“. – განაცხადა გახარიამ.

 


„ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ. „ნაციონალური მოძრაობა“ კი მზად არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და თქვენ უნდა იცოდეთ და გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული, დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე. ყველამ, ვინც შეიძლება, განსხვავებულად ვაფასებდეთ ჩვენს წარსულს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, უნდა ვიმოქმედოთ. ვის როგორც შეგვიძლია - ცალ-ცალკე, ერთად, ამას დღეს უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

 


მე, ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით, მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ვიწყებ და ბოლომდე გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მეგობრებთან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რომელთა ნაწილთან პირადი კონტაქტები და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს... რათა საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადავარჩინოთ და რაც მთავარია, დავაბრუნოთ ქვეყანა ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები: 1
#1   Freda
      
Unquestionably believe that that you said. Your favorite justification seemed to be at the web the simplest factor to consider of.
I say to you, I certainly get annoyed at the same time as people think about worries that they just
don't recognize about. You controlled to hit the nail upon the highest and outlined out the whole thing with no need side
effect , other people can take a signal. Will likely be
again to get more. Thanks

Here is my page ... เว็บวาไรตี้
23 თებერვალი 2023 16:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი