GUARDIAN.GE - ერთ რამეზე ფიქრი არ მტოვებდა არასდროს: რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ ქართველები, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენს შეხვედრებზე? - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი ყოველთვის დაინტერესებული იყო აფხაზეთთან თანამშრომლობით და ამაზე საუბარი 2022 წლის სექტემბერში მისი აფხაზეთში ვიზიტის დროსაც იყო.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის დაინტერესებული ვიყავით რესპუბლიკასთან თანამშრომლობით, მე ამაზე ვსაუბრობდი თქვენს შესანიშნავ ქვეყნაში ყოფნისას. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრი არ მტოვებდა არასდროს: რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ ქართველები, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენს შეხვედრებზე? ნუთუ ადამიანებს შორის, ხალხებს შორის არ შეიძლება იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობები? შეიძლება ეს - როგორც მე მაშინ ვთქვი - ურთიერთობა აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის მშვიდობასა და მეგობრობასაც ემსახურება. მე და თქვენ ხომ არასდროს ვგეგმავდით რაიმე ქმედებებს თბილისთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ ბჟანიასთან შეხვედრისას.
მან აღნიშნა, რომ აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„რატომღაც არც ისე მართებულად ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ ის ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი იყო. აქედან გამომდინარე, მიაღწიო ამ დონემდე, როგორც ეს ახლა არის, უბრალოდ, არ არის მართებული. მაგრამ რატომ ვამბობ ამას? ჩვენ ხომ არ მიგვიცია არავითარი შეფასებები, არ ჩავრეულვართ ამ და სხვა სიტუაციაში. ჩვენ თბილისთან ძალიან კარგი ურთიერთობები შევინარჩუნეთ და ვინარჩუნებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. რატომ რეაგირებენ ისინი ასე მწვავედ... ვფიქრობ, დამეხმარებით თქვენ, მოვნახო პასუხი ამ კითხვაზე“, - უთხრა ლუკაშენკომ ბჟანიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.