მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე
22-02-2023, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კლინიკა ვივა-მედის ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს.


„ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.


არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!


მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს.


მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას, 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდიდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად.


სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში.


ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები", „ჟურნალისტები" ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, - წერს სააკაშვილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი