რამდენიმე ქვეყანაში ელჩები შეიცვლებიან - თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება
26-11-2015, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩებს როტაციის ვადა დაუსრულდათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როტაციის ვადა ამოეწურათ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართვლოს ელჩს ალექსანდრე ნალბანდოვს, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს თენგიზ შარმანაშვილს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ოთარ ბერძენიშვილს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე წარუდგინა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო აღნიშნული ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

 

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იცვლება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი. რევაზ გაჩეჩილაძის ადგილს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაიკავებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი