ცაგერის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლების მიერ, ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის გაწმენდითი სამუშაოები. იწმინდება პარკები, სკვერები, ქვაფენილები. ადგილზე იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ტექნიკით იწმინდება ქალაქ ცაგერის ცენტრალური და შიდა გზები. გზების წმენდა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით.
წყალმომარაგება მუნიციპალიტეტში არ შეწყვეტილა.
ელექტროენერგია მიეწოდება ქალაქ ცაგერს, ქვედა ცაგერს, ორბელს,ქორენიშს, ტვიშს,ორხვს,სოფელ ჩხუტელის ნაწილს.საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ენერგო-პრო ჯორჯიას ადგილობრივი და დამხმარე ჯგუფები.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზა ამ დროისთვის გაწმენდილია და ტრანსპორტის მოძრაობა არაა შეზღუდული.
გაწმენდილია ცაგერი-ორბელის უღელტეხილი.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.