ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მიიღო მონაწილეობა
23-02-2023, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში, რომელიც უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

 


სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და აღნიშნა, რომ ეს არის თავდასხმა მთელ საერთაშორისო წესრიგზე და არღვევს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინაში მოჰყვა უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგები, მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება. მისი განცხადებით, მშვიდობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი პასუხისმგებლობის პირობებში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ გაეროს ფუძემდებლური პრინციპების დაცვის გზით.

 


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა ის როლი, რომელიც, მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აკისრია მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. მან საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მშვიდობის ფორმულის ინიაციატივას, რომელიც, მისი განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიღმა, გაეროს ძირითადი ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვასაც ეხმაურება.

 


„უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს სჭირდებათ მშვიდობა. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვაწყდებით უპრეცედენტო მასშტაბის გლობალურ გამოწვევებს: კლიმატის ცვლილებას, სტიქიურ უბედურებებს, ტერორიზმს. ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ჩვენს თანამშრომლობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ამ მიმართულებით ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 


მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის მხარდასაჭერად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევისა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ თანადგომას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის - ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზეც. „თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და მისი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, რაც უხეშად არღვევს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის პრინციპებს” - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

 

 

ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. "საქართველო კვლავ ერთგულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, რაც, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციაზე, ხოლო მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულყოფილად ასრულებს ევროკავშირის მედიაციით მიღებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მიდგომა აუცილებელია, რათა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამ მხრივ, საქართველო ცდილობს გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები"- განმარტა ილია დარჩიაშვილმა.

 


აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა რეზოლუციის პროექტის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის მკაფიო სიგნალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დასაცავად და მოუწოდებს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, გაეროს წესდების შესაბამისად.

 


ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი