ილია დარჩიაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრს, ანტონიო ტაიანის შეხვდა
24-02-2023, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გაეროში ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრს, ანტონიო ტაიანის შეხვდა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში.

 


შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იტალიის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

 

 

დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციებისა და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად და ამ მიზნით გაააქტიურონ როგორც მაღალი დონის ვიზიტები, ისე თანამშრომლობის ფორმატები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის.

 

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი