ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა ერდოღანთან ბევრ მიმდინარე საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას
24-02-2023, 14:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პირველ რიგში გეტყვით რომ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა სამუშაო სადილზე. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. თურქეთი არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენ ორი წლის წინ დავისახეთ მიზნად, რომ სამ მილიარდ დოლარამდე გაგვეზარდა სავაჭრო ბრუნვა, ეს განცხადება ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის წინ, როცა მე ვიყავი ანკარაში ოფიციალური ვიზიტით და მინდა გითხრათ, რომ შარშან უკვე სავაჭრო ბრუნვამ მიაღწია 2.8 მლრდ დოლარს, თითქმის სამ მილიარდამდე ავიდა სავაჭრო ბრუნვა, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განაცხადა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი აგრეთვე შეეხო მთელ რიგ საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებს.

 

 

„ბუნებრივია მიმოვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს ამ ურთიერთობების განვითარების, რომ კიდევ უფრო მეტი ორივე მხარისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი