ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მოსახლეობის ნახევარი, რომელიც ექიმთან ვერ მიდიოდა, აღარ მიმართავს თვითმკურნალობას და ექიმთან მიდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წინგადადგმული ნაბიჯი, რაც გაკეთდა.
"ხაზი მინდა გავუსვა ორ პოსტულატს, რომ არ არსებობს ქვეყანაში, შემდგარ სახელმწიფოში უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მეორე - ჯანდაცვაში დახარჯული ფული, არ არის უბრალოდ დახარჯული, არამედ არის პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკაში", - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა წლის ბოლოს უწყების ბიუჯეტისთვის თანხების დამატებაზეც გააკეთა კომენტარი და ეს, "ბუნებრივ" პროცესად შეაფასა.
"ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან მთელ მსოფლიოში ასე ხდება. პირველი, როდესაც ჯანდაცვის სერვისების ღირებულება იზრდება და მეორე, საქართველოს შემთხვევაში მოსახლეობის ნახევარი ექიმთან ვერ მიდიოდა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ისინი სწორად აკეთებენ ამას, აღარ მიმართავენ თვითმკურნალობას, მიდიან ექიმებთან. რა თქმა უნდა, რესურსების უტილიზაცია გაიზარდა, რაც მე ძალიან მიხარია. ეს არის რეფორმის წარმატების ცალსახა ინდიკატორი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.