ქ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან.
„შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკომისიის ანგარიში, რომელიც, მთელი რიგი მიმართულებებით, პოზიტიურ შეფასებას აძლევს საქართველოს პროგრესსა და ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. აღინიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის სათანადოდ დაფასება და მისი ასახვა კონკრეტულ გადაწყვეტილებაში.
მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გერმანია მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ასევე, მხარეები მიესალმნენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
საუბრისას მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობის დინამიკას და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა მიუნხენის კონფერენციაზე, ამასთან, გამოთქვეს მზადყოფნა, შეინარჩუნონ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.