ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კონკურსის, სახელწოდებით „ნიჭიერი თაობა“, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ:
საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი;
მერი, ანივარდ მოსოიანი;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სედა დარბინიანი;
საკრებულოს წევრები;
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი, ლევონ ვარდანიანი;
მხატვრები: ჰამლეტ აროიანი და ჰმაიაკ გრიგორიანი;
"რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის სამეტყველო ჯგუფის ხელმძღვანელი, სათიკ სნხჩიანი.
კონკურსის ინიციატორი და ღონისძიების ორგანიზატორი იყო ნინოწმინდის გაზეთ „არშალუისის“ რედაქტორი ლუსინე ვარდანიანი․
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ყველა მონაწილე საპატიო სიგელით. ასევე იყო ჯილდოები ჟიურის მიერ შერჩეულ მონაწილეებისათვის სხვადასხვა ნომინაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.