6 თებერვალს თურქეთში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც სწორედ ამ თანადგომის გამოხატვა იყო. იგი პირადად ესტუმრა თურქეთს და პირადად გამოგვიცხადა სამძიმარი. ეს არის ის ამაღელვებელი ჟესტი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად მოტივაციის მომცემი იყო და ჩვენ თქვენმა თანადგომამ ნამდვილად გაგვაძლიერა, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული სამაშველო ჯგუფი პირველივე დღეებიდან არის ჩართული სამაშველო სამუშაოებში.
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობა გადაუხადა.
„პირველივე დღეებიდანვე ქართული სამაშველო ჯგუფი ჩართულია სამაშველო სამუშაოებში და მსურს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლიერება გამოვხატო როგორც პირადად პრემიერ-მინისტრისა და მისი თანმხლები დელეგაციისადმი, ასევე სამაშველო ჯგუფისადმი, ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მთავრობისადმი ამ რთულ დღეებში თანადგომის გამოხატვისათვის. ეს იყო ნამდვილად ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი მეგობარი გასაჭირში იცნობა და საქართველო მუდმივად გამოხატავდა თანადგომას,“- აღნიშნა სულეიმან სოილუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.