ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს შედეგზე ორიენტირებულ და ეფექტურ მენეჯერად მიიჩნევს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, როცა ბატონ ირაკლისთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა, ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური მენეჯერი იყო და იმედი მაქვს, რომ ასევე გააგრძელებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ, რომელიც თვლის, რომ შოთაძის დამტკიცებაზე გადაწყვეტილების მიღება პოზიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მსჯელობისა და არგუმენტების შეჯერების შედეგად უნდა მოხდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.