საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მორიგ „მიკერძოებულ სიუჟეტს თავდაცვის სამინისტროს შესახებ, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება“.
„მიუხედავად იმისა, რომ პირადად თავდაცვის მინისტრმა უკვე ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ საზოგადოებისთვის, რომ სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ხორციელდებოდა ცალკეული საპროტოკოლო ღონისძიებების ფარგლებში დელგაციების მასპინძლობის, საზღვარგარეთ ვიზიტებისას, საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის თუ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საჩუქრების გადასაცემად და ასევე, ცხადია წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების წახალისების მიზნით, რაც ყველა შემთხვევაში ხორციელდებოდა კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული წესით.
ტელეკომპანიას მარტივად შეეძლო მოეძებნა ინფორმაცია, მაგალითად საახალწლოდ ბავშვებისთვის სასაჩუქრე კალათების გადაცემის სრულიად საჯარო ღონისძიების შესახებ და ენახა ერთ-ერთი მაგალითი, თუ რაში იქნა წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეული, თუმცა სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგისთვის შესაბამის ახალ ამბებს ავრცელებენ და საერთოდ არ ითვალისწინებენ უწყებაში მიმდინარე სხვადასხვა სიახლეებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.