ჯუმბერ კირვალიძე: ვაი-ხელისუფლება მაინც ვერ შეძლებს საქართველოს დაბრუნებას პუტინის „ჩექმის ქვეშ“
28-02-2023, 10:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ვერანაირად ვერ შეძლებს საქართველოს დაბრუნებას რუსეთის ორბიტაზე, პუტინის „ჩექმის ქვეშ“.

 


„ვაი-ხელისუფლება, ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი კი არა, სულ რომ „თავზე ნაცარი წაიყაროთ“ და 1883 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატი“ რომ გაააქტიუროთ, 1921 წლის ოკუპაცია-ანექსია ლეგიტიმურად რომ გამოაცხადოთ, „უკანა რიცხვით“ სსრკ-ს დაშლის წინააღმდეგ რომ წახვიდეთ, მაინც ვერ შეძლებთ საქართველოს დაბრუნებას რუსეთის ორბიტაზე, პუტინის „ჩექმის ქვეშ“, მარტივი მიზეზის გამო, ამის უფლებას ქართველი ხალხი არ მოგცემთ და - თქვენი ღალატის ტოლფასი განზრახვა იმ წმინდა სისხლში ჩაიხრჩობა, რომელიც 200-ზე მეტი წლის განმავლობაში ათი ათასობით ქართველმა მამულიშვილმა დაღვარა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის!!

 

 

P.S. პოლიტიკურად გაუნათლებლები და ბეცები რომ ხართ კი ვიცოდი, მაგრამ ზნეობრივად თუ ამდენად გაირყვნებოდით და დაეცემოდით, ნამდვილად არ მეგონა!!! თუმცა, „თევზი თავიდან ყროლდებაო“ და ეგ სიმყრალის სუნი, - „ჩრდილოეთიდან მომავალმა ქარმა მოიტანა, აქ ჩრდილში მყოფი შეშინებული სუბიექტისაგან"!!!

 


P.P.S. ეგრე გააგრძელეთ, ამერიკელები და ევროპელები ლანძღეთ ყველა ბრუნვაში და ეს თქვენთვის დამახასიათებელი „ბრძნული ვირეშმაკობა", უსწრაფესად „გაგიყვანთ გაღმა, პოლიტიკურ მარილზე!!!“ - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი