ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ფეისბუქში“ წერს.
„გუშინ მაქსიმალურად კორექტული ფორმით დავწერე, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა.
სიტყვა ტყუილი შეგნებულად არ გამოვიყენე, იმ იმედით. რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მაინც მოერიდებოდათ და იზრუნებდნენ „ხარვეზის აღმოფხვრაზე“. სხვა მედიის მიერ კი პასუხად უფრო მკვეთრი და მძიმე ტყუილი დაიწერა.
დეზინფორმაციის გავრცელება არ არის დასავლური სტანდარტი. ასეთი ქმედება ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოდ უხერხულია დემოკრატიული მედიისთვის.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე“, – აცხადებს რატი რეგაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.