გიორგი მარგველაშვილი: საქართველო თავისუფალი არჩევანისთვის დაისაჯა თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ
27-11-2015, 01:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"უკრაინა, საქართველო, მოლდოვა – ქვეყნები, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები, რეალურად დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე, ეს არის ამ ქვეყნებისთვის რეალური გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისარ, იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ არჩევანზე და განაცხადა, რომ საქართველოს სწორედ ამ არჩევანისთვის დაისაჯა "ჩრდილოელი მეზობლის მიერ".

 


"ჩვენ ვართ შავი ზღვის ქვეყანა, ზღვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის. შავი ზღვა გახდა ფაქტობრივად ევროპული ზღვა, რომლის აუზშიც გაერთიანებული თითქმის ყველა ქვეყანა, რუსეთის გარდა, არის ჩართული ევროპული თანამშრომლობის კონტექსტში. ეს როლი გასაღრმავებელია. შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი ქვეყნები როგორიც არის უკრაინა საქართველო მოლდოვა, ქვეყნები, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები, რეალურად დგანან ტერიტოტრიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე. ეს არის ამ ქვეყნებისთვის რეალური გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან, ეფუძნება რუსეთის პოლიტიკას, პრივილეგირებული ინტერესის სფეროები გაავრცელოს თავის სამეზობლოში. საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც თავისი თავისუფალი არჩვენისთვის იქნა დასჯილი თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი