საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მას ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. თავის მხრივ, დიანა ჟრენტმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დიანა ჟღენტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.