„დღეს ვემშვიდობებით ჩვენს პარტნიორსა და მეგობარს, ახალქალაქის გამორჩეულ მასწავლებელს, მარინა კაზარიანს“, - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.
„2012 წელს მარინამ აშშ-ის მასწავლებელთა დახელოვნების კონკურსში გაიმარჯვა და მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა. 2016 წლიდან კი ACCESS ინგლისური ენის პროგრამის მასწავლებელი გახდა და ზრუნავდა მოზარდებისთვის არა მხოლოდ ენის შესწავლაზე, არამედ კრიტიკული აზროვნების განვითარებით მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და ასობით მოსწავლეს, რომელთა ცხოვრებაც მარინამ სამუდამოდ შეცვალა“, - ნათქბვამია საელჩოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.