საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო
სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა
გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან კაპრალ-სპეციალისტ თეიმურაზ
ფეიქრიშვილს, უმცროს სერჟანტ ზურაბ შეყილაძეს, უფროს სერჟანტ
ბექა ბერიკაშვილს, ლეიტენანტ ზურაბ სოფრომაძეს და კაპიტან შოთა
ქვრივიშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა
გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. საუკეთესო
სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა
კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო
მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების
ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის
უნარით ხორციელდება. პროექტის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების
მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება
წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.