პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული და ადამიანზე ორიენტირებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, თუ 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები 1 მლრდ 800 მლნ ლარს შეადგენდა, 2016 წელს აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
"მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით 570 მილიონ ლარამდე, რაც 2012 წელს არ იყო გათვალისწინებული და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო მათი მკურნალობის ხარჯებს ფარავს", - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტს, პრემიერის თქმით, ეს იქნება 85 მლნ ლარი.
"ჩვენ როცა მოვედით ხელისუფლებაში დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო. გაისად ეს იქნება 85 მილიონი ლარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ ყველაზე მეტი რესურსი მობილიზებული იქნება განათლებაზე – დაახლოებით მილიარდ ლარამდე. როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 55%-ით მეტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.