GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - იტყობინება BBC საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით. სამგზავრო მატარებელს, რომელსაც 350-ამდე მგზავრი გადაჰყავდა სატვირთო მატარებელს შეეჯახა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის შეჯახება, რომელიც სალონიკსა და ლარისას შორის მოძრაობდა. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 150 მეხანძრე და 40 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.