გრიგოლ გიორგაძე: წვევამდელები ნატოს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან
01-03-2023, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში, თავდაცვის კოდექსის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას ყურადღება წვევამდელთა სამხედრო სამსახურის გავლის წესზე გაამახვილა. გრიგოლ გიორგაძემ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების მიზნით, დეტალურად განმარტა ძირეული ცვლილებები და სიახლეები, რომელიც კოდექსის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებას უკავშირდება, შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებთან და რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იქნება შესაძლებელი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული სისტემა სამართლიანად არის კრიტიკის ქვეშ.

 

 

 

„ეს სისტემა იყო შესაცვლელი და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადავდივართ საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც გულისხმობს, რომ წვევამდელები ნატოს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. დღეს დადგენილი 12-თვიანი ვადა მცირდება, გვექნება სხვადასხვა, ახალგაზრდებისთვის უფრო მორგებული ოპციები, რაც გულისხმობს მათი შეხედულებისამებრ, 6, 8, 11- თვიან სამსახურს. 6-თვიანი სამსახური საბრძოლო დანაყოფებში მსახურს და ინტენსიურ წვრთნას მოიცავს; 8-თვიანი სამსახური როგორც დაცვის, ასევე უზრუნველყოფის სამსახურს გულისხმობს; 11-თვიანი სამსახური ახალგაზრდების უმცროსი სამეთაურო პოზიციებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

 

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, წვევამდელთა სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები სამხედრო სამსახურს თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის და

სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვის თვალსაზრით უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს უზრუნველყოფს. გრიგოლ გიორგაძემ ყოველწლიურად გასაწვევ პირთა საჭირო რაოდენობასა და იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რაც რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს: „ყოველწლიურად დგინდება გასაწვევ პირთა ოდენობა მთავრობის აქტით და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები სხვადასხვა ქვედანაყოფი, ახდენს კონკრეტული ციფრის გამოყვანას. პირობითად ვამბობთ, რომ ყოველ წელიწადს 5000-7000 ახალგაზრდის გაწვრთნას შევძლებთ. ეს დაკავშირებულია შესაბამის რესურსთანაც; გაწვრთნას სჭირდება შესაბამისი ინსტრუქტორები, ოფიცრები, სერჟანტები და ბუნებრივია, ეს ციფრი სწორედ რეალობიდან გამოდის“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი