„გირჩის“ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ვერ მოდის თანხვედრაში ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება - გრიგოლ გიორგაძე
01-03-2023, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს
პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ თავდაცვის
კოდექსზე ისაუბრა და ყურადღება რელიგიური ინსტიტუტების
გამოყენებით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის
არიდების საკითხებზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილის
განცხადებით, ამ საკითხზე ძირითადად ოპონირება ხდება
კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ მიერ. „400-გვერდიან
კანონპროექტში მხოლოდ ერთი საკითხი არის მათთვის საინტერესო.
ამის საფუძველია ერთი პოლიტიკური და მეორე - ფინანსური
ინტერესი,“ - აღნიშნა მან. გრიგოლ გიორგაძის თქმით, აღნიშნულმა
ორგანიზაციამ, მათივე ინფორმაციით, 40 000 ახალგაზრდას
აარიდებინა თავი სამხედრო ვალდებულების მოხდისგან: „ისინი
უყურებენ, როგორც ელექტორატს და რეალურად ატარებენ საარჩევნო
კამპანიას. მაგრამ მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ვერ მოდის
თანხვედრაში ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მათი მიზანი, მოგახსენეთ რაც
არის.“ მინისტრის მოადგილემ “გირჩის” მიერ გაჟღერებულ
დისკრიმინაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ
კანონით ყველა მღვდელმსახური ერთ სამართლებრივ სივრცეში
მოაქცია. „ახლა რა მოცემულობა გვაქვს, იგივე პოლიტიკური პარტია
„გირჩი“ როდესაც ამბობს, რომ გვაქვს საქმეზე დისკრიმინაცია,
ცვლილებებით, რაც განხორციელდება, დღეს ისინი არ უყურებენ
არსებულ სიტუაციას რომ ეს არის დისკრიმინაცია. მოცემულობა არის,
რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების
საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში
ჩანაწერი „სასულიერო პირი“, ანუ, ვინც ამ სივრცეში იყვნენ,
განურჩევლად რელიგიური კონფესიებისა, იქნება ეს
მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ
კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება, ახლა მოხდება
ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება, ანუ არაფერი
ცვლილება ამ კუთხით არ მომხდარა, მოცემულობა არ შეცვლილა დღეს
რაც გვაქვს“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი