გადაიხადე გადასახადები საკომისიოს გარეშე - Pay.ge-ს და Mastercard-ის ერთობლივი აქცია დაიწყო
01-03-2023, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ღეიდან, ლიბერთის ციფრული გადახდების პლატფორმაზე www.pay.ge , ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდისას სასურველი გადასახადის დაფარვა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.

 


Pay.ge ლიბერთის ციფრული გადახდების არხია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს:

 


„ჩვენს მომხმარებელს ლიბერთის ციფრულ არხებში მუდმივად ვთავაზობთ მათზე მორგებულ საბანკო სერვისებს და სპეციალურ შეთავაზებებს. განახლებული Pay.ge ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს აძლევს ნებისმიერი გადასახადის მომენტალურად და მარტივად გადახდის საშუალებას. 1 მარტიდან კი Mastercard-ის მხარდაჭერით, ნებისმიერი ბანკის Mastercard ტიპის ბარათით აქციის ფარგლებში მომხმარებლები ნებისმიერი კომუნალურის ან სხვა გადასახადების გადახდას უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეძლებენ” - დავით მესხიძე, ლიბერთის დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

 


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი