დღეს ჯარში არის საუკუთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა - ჯუანშერ ბურჭულაძე
02-03-2023, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"პრემიერის მიერ გაცხადებული პოლიტიკა - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, სამი წლის
განმავლობაში ხორციელდება და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. სამხედროების ხელფასი
40%-ით გაიზარდა, 20%-ით 2020 წლიდან და დამატებით 20% -ით მიმდინარე წლის იანვარში",=
განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში
სტუმრობისას.

 


მინისტრმა ჯარში არსებულ საუკეთესო კვების პირობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა,
რომ დღეს ჯარს ასევე გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები აქვს. „დღეს ჯარში კვება არის
საუკეთესო, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. საცხოვრებელი პირობები, აღჭურვილობა და
ინფრასტრუქტურაც ისეთია, რომ ალბათ ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა ვერ უწევს კონკურენციას
ჩვენს პირობებს“.

 


მინისტრმა საუბრისას ჯარის მიმართ შავ პიარზეც ისაუბრა. „ჯარის მიიმართ გრძელდება შავი
პიარ კამპანია, თუ რატომ გავუმასპინძლდით ახალ წელს ხორცით ჯარისკაცებს, რატომ ვაჩუქეთ
დაღუპულების ოჯახის წევრებს საახალწლო ნობათი და გმირებს რატომ დავურიგეთ
საჩუქრები. ეს იწვევს აგრესიას იმ პირების მიმართ, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს“.
„რუსთავი2“-ის ეთერში მინისტრი საბინაო პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ “ჯარის ქალაქი”
ერთ-ერთი საამაყო პროექტია. „მახათას მთა ერთ-ერთი საამაყო პროექტია. ეს არის ათეულობით
წლებით დაგროვილი პრობლემა. ჩვენ დავუკანონეთ დაახლოებით 1500 სამხედრო
მოსამსახურეს ბინები. ასევე მახათაზე გადაეცემა ბინები 1050 სამხედრო მოსამსახურეს,” -
განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი