საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში კიდევ 304 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში, 2012 წლიდან დღემდე, 10 400 დევნილ ოჯახს გადაეცა.
"მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს დევნილთა ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო და გაისად იგი 85 მილიონი ლარი გახდება. ეს თანხა ახალი სახლების მშენებლობას, დევნილთათვის ბინების შეძენას, "სოფლის სახლის" პროგრამას მოხმარდება. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გააქტიურა პროექტი: "დევნილებისთვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონება", რომლის მიხედვითაც სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ 10 თვეში 10 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებდა და ეს პირობა შესრულდა. დღეის მონაცემებით, უძრავი ქონების მესაკუთრე 10 400-ზე მეტი დევნილი ოჯახი გახდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.