საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს (EOC) სპიროს კაპრალოსს შეხვდა.
შეხვედრაზე ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისკისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის და ამ ღონისძიების მასპინძლობის შედეგად მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალისათვის, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალისთვის საქართველოში მთელი მსოფლიოდან 1700-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და სამედიცინო პერსონალი მოიყრის თავს.
„საქართველომ 2025 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ამოცანა დაისახა და მთელი ქვეყანა მოწადინებულია. პრემიერ-მინისტრია მოწადინებული, მას სპორტი უყვარს და ბევრი რამ აქვს სპორტისთვის გაკეთებული. ის კვლავაც ბევრს გააკეთებს სპორტისთვის.
თავად საორგანიზაციო კომიტეტიც, ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - ყველანი მოწადინებულნი არიან, რომ მთელი ევროპა აქ - ბაკურიანში და თბილისში - ჩამოიყვანონ და ფანტასტიკური თამაშები ჩაატარონ. ევროპის საუკეთესო ათლეტები 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჩამოვლენ საქართველოში და იასპარეზებენ სხვადასხვა სახეობებში. პირდაპირ ეთერში მოხდება ტრანსლირება ყველა ღონისძიებიდან. ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს იმისათვის, რომ ყველა ევროპელის ოჯახში მოხვდეს სატელევიზიო ეკრანიდან. ეს იქნება ქვეყანის რეკლამა, მისი ტურისტული პოტენციალისა და მშვენიერი ბუნების წარმოჩინება.“, - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.
ხაზი გაესვა, რომ ფესტივალი არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარმოაჩინოს თავისი კულტურა, ასევე, შექმნას პლატფორმა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის საერთაშორისო დონეზე ასპარეზობისთვის.
ყურადღება გამახვილდა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალისათვის ინფრასტრუქტურის მომზადების საკითხზე. აღინიშნა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელვადიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზამთრის სპორტზე საქართველოში.
ხაზი გაესვა, რომ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ქართველ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ საკუთარ ქვეყანაში იასპარეზენონ, რაც მათთვის კარგი გამოცდილება იქნება, რომელიც მათ მომავალ სპორტულ საქმიანობაში დაეხმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.