ისინი, ვინც მხარს დაუჭერენ ამ ანტიევროპული და ანტიეროვნული კანონის მიღებას, ქართველი ხალხის მიერ უნდა გამოცხადდნენ - რუსეთის გავლენის აგენტებად, - სსრკ-ს დროინდელი სუკი-ს, გრუ-ს და სხვა სახის აგენტურის „სამართალ“ და სულიერ მემკვიდრეებად!
02-03-2023, 17:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ბუნებაში", აგენტების ძირითადად ორი კატეგორია არსებობს, გარე და შიდა აგენტები! გარე, ანუ უცხო ქვეყნის მიერ "დავერბოვკებული" აგენტები, ხოლო შიდა, ანუ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების (შსს, სუსი და სხვა) მიერ "დავერბოვკებული" ამ სახელმწიფოს მოქალაქეები! დღეს, ერთნიც და მეორენიც, სამწუხაროდ, საქართველოში "უხვად არიან", მათი "სიჭარბე" აშკარად იგრძნობა, როგორც სახელმწიფოს სახელისუფლებო სხვადასხვა სტრუქტურების ჩინოსნებში, ასევე მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში და ქართულ საზოგადოებაშიც!

 


ასე რომ, ე.წ. "ენჯეოებში" მათი გამოვლენა", მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია, რადგან ხელისუფლების შესანარჩუნებლად არასამთავრობო სექტორი და თავისუფალი მასმედია უხერხულობას უქმნის ქვეყნის მმართველ ძალას! "აგენტომანია" საქართველოსთვის არახალია, ჯერ კიდევ საბჭოეთის პერიოდში და 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე, გაჩნდა ტერმინი "სუკის აგენტი", - აბრავეატურა: სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. აგენტად მოხსენიება ერთგვარი დამღა იყო, თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც ცილისწამების საშუალებას იძლეოდა ნებისმიერი ადამიანის მისამართით! ამიტომ, ე.წ. "ხალხის ძალის" ("ქართული ოცნების" დანაყოფი) მიერ ინიცირებული კანონპროექტის - "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ", მიღების შემთხვევაში, იგი ქვეყანაში ისეთ ძვრებს გამოიწვევს ("კუდიანებზე ნადირობა"), რომელიც არამარტო სუვერენული სახელმწიფოს არსებობას შეუქმნის საშიშროებას, არამედ ჩვენს საზოგადოებას საბოლოოდ დაშლის და დააპირისპირებს (აგენტებად და არააგენტებად), რაც კატასტროფულ შედეგებს მოიტანს ქართული სახელმწიფოსთვის! დიახ, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ძალიან ბევრი აგენტი იყო, როგორც სუკის, ასევე სხვადასხვა სპეცსამსახურების (სამხედრო დაზვერვა, "ოდეერების" ინსტიტუტი და სხვა). ცნობისთვის, საბჭოთა საქართველოში, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი აგენტი იყო, ვიდრე სსრკ-ს სხვა "მოკავშირე რესპუბლიკებში"!

 


დღეს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაში, აშკარაა, რომ ანტიდასავლური-პრორუსული ჯგუფები მძლავრობენ. ისინი ცდილობენ, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნონ საკუთარ "უმწიკვლობაში", რომ მათ უცხოეთიდან არანაირი ფინანსური დახმარება არა აქვთ, განსხვავებით ქვეყანაში არსებული არასამთავრობო სექტორისაგან და სხვადასხვა პრო- ევროპული და პრო-ამერიკული პოლიტიკური ჯგუფებისაგან, რომლებიც დასავლური "გაურკვეველი ფონდების" ფინანსებით იკვებებიანო. ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონის მიღება. ამავდროულად, ხელისუფლებაში მყოფი აქტიური ანტიდასავლელი პრორუსები საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ მათ არასოდეს აუღიათ - რუსებისგან რუსული ფული!.. იცით, მე მათი მჯერა, მეტიც, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ - "რუსებისგან რუსული "ძერევიანი" რუბლი" მათ არასოდეს აუღიათ, რადგან ისინი რუსებისგან, მხოლოდ აშშ დოლარს და ევროს იღებდნენ და დღესაც იღებენ, შემდგომ კი, მათ კონვერტაციას ახდენენ ეროვნულ ვალუტაში, ანუ ლარში, საკუთარი ანტიდასავლური პროპაგანდისტული ღონისძიებების და კერძო პიროვნებების (პოტენციურად რუსეთის გავლენის აგენტების) დასაფინანსებლად!!!

 

 

პ.ს. სამწუხაროდ, თავის დროზე, ანუ 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მიერ არ იქნა მიღებული "ლუსტრაციის კანონი", რომლის მეშვეობითაც გამოვლინებული იქნებოდა საბჭოთა ადგილობრივი აგენტურის დიდი ნაწილი (დღეს, "ლუსტრაციის კანონის" მიღება, უკვე დაგვიანებულია, რადგან სავარაუდოდ სამხილი საბუთების თითქმის 100% განადგურებულია ან გატანილია რუსეთში). ამიტომ, დღეს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონის მიღება სრული აბსურდია და იგი გამოყენებული იქნება ანტიდასავლური ხელისუფლების მხრიდან, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე - "მონათლავენ უცხო ქვეყნების აგენტებად", ანუ დასავლეთის გავლენის ქვეშ მყოფ პერსონებად და ორგანიზაციებად! აქედან გამომდინარე, დასკვნა: ყველა ის დეპუტატი თუ თანამდებობის პირი, აგრეთვე, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ ანტიევროპული და ანტიეროვნული კანონის მიღებას, ქართველი ხალხის მიერ უნდა გამოცხადდნენ - რუსეთის ფედერაციის გავლენის აგენტებად, - სსრკ-ს დროინდელი სუკი-ს, გრუ-ს და სხვა სახის აგენტურის "სამართალ" და სულიერ მემკვიდრეებად!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი