ცაგერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
02-03-2023, 20:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრული მოვლენების შედეგად სოფელ ღვირიშის, სანორჩის, ნასპერის და უცხერის დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა.

 

 

ცაგერის მერიის ცნობით, ამ მიმართულებით საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია ალპანა-ღვირიშის და ცაგერი-დეხვირი-სანორჩი- ნასპერის მიმართულებით.

 


„აღნიშნულ გზაზე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. დროებით მოეწყობა საფეხმავლო გზა. უახლოეს დღეებში ადგილზე ვითარებას შეისწავლის გეოლოგების ჯგუფი და მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყება ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები“, - აცხადებენ ცაგერის მერიაში.

 

 

დილიდან ადგილზე იმყოფებოდა ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი