ყველაზე თვალსაჩინო პროექტი ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფაა - ჯუანშერ ბურჭულაძე
03-03-2023, 20:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფა მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრის თავდაცვის
მინისტრობის პერიოდში დაიწყო. ბინები ათასზე მეტ სამხედროს გადაეცემა. დავასრულეთ
ტერიტორიის მოპირკეთება და ვფიქრობთ, ჩვენ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადავცემთ
სამხედროებს ბინებ" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკანონების პროექტზე და და ჯარისკაცების სოციალური პირობების
გაუმჯობესებაზე ისაუბრა. "უნდა აღინიშნოს დაკანონების პროექტი, რომელიც წლების
განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო. ჩვენ ეს პრობლემაც გადავჭერით - დაახლოებით
1500-მა მოქმედმა და ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ დაიკანონა მათ მფლობელობაში
არსებული ფაქტობრივი ფართები და რა თქმა უნდა, ესეც არის სოციალური დამოკიდებულების
ნაწილი. შარშან ჩვენ 20%-ით გავუზარდეთ ანაზღაურება თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს.
წელს იანვრიდან უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურეს დამატებით, კიდევ 20%-ით
გაეზარდა ანაზღაურება. ქვეყნის ეკონომიკა მოგვცემს საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ეს
ტენდენცია და რა თქმა უნდა, ზრუნვას ჩვენ სამხედროებზე არ შევწყვეტთ" - აღნიშნა
თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი