საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში
დრონების წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია
და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და
გამოცდა იგეგმება. „ჩვენ სატესტო ფრენები უკვე ჩავატარეთ. აპრილში გვექნება 5 დრონის
ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ.
ჩვენს ერთობლივ საწარმოს დავახვედრეთ ახალი აშენებული, გაწყობილი შენობა, სადაც
დაიწყება დრონების წარმოება და ეს არის ძალიან წარმატებული პოლონური კომპანია, ვისთან
ერთადაც „დელტამ“ ერთობლივი საწარმო დააფუძნა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი
წარმატებული საწარმო თავდაცვის სამინისტროში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.