ზურაბ გურული: მინი-რუსეთის მოდელი ქვეყანა უკვე შექმნილია საქართველოში
06-03-2023, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რას ნიშნავს მინი-რუსეთის მოდელი ქვეყნის შექმნა? - ასეთ ქვეყანაში ძალიან დიდი ფული კეთდება მხოლოდ ძარცვით. ამ ძარცვაში შედის ბიუჯეტის ქურდობა და კორუმპირებული სახელმწიფო აპარატის გამოყენება-მფარველობით ლეგალური და პარა-კრიმინალური ბიზნესების დათრევა. ნაძარცვი ფულის ძირითადი ნაწილის დაბანდება ხდება ამერიკა-ევროპაში, რადგან არავინ არის ისეთი სულელი, მოპარული სიმდიდრე დანაშაულის ჩადენის ადგილზე შეინახოს.


კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი უზრუნველყოფს იმ კანონებისა და რეგულაციების მიღებას, რომლებიც სრულად დაიცავენ მის უსაფრთხოებას. აღმასრულებლად ცხადია იყენებს სასამართლოს, პროკურატურასა და პოლიციას.


რუსეთის მინი-მოდელს აქვს ერთი საშიში თავისებურება, რომელიც საშვილიშვილოდ უზრუნველყოფს ქვეყნის დეგრადაციას და შეუძლებელს ხდის მის გამოსვლას პათოლოგიური ციკლიდან. ეს არის დემოკრატიული დასავლეთის სტრუქტურების გამოყენება სათავისოდ.


კორუმპირებული მაფიოზების შვილებისათვის დასავლეთი ღიაა და ისინი იქ ეუფლებიან განათლებას. ცხადია, მათი „განათლება“ ხდება არა იმ სფეროებში, რომლებსაც უცხოეთში დასამკვიდრებლად სერიოზული შრომა სჭირდება, არამედ „ბრჭყვიალა“, უაზრო დარგებში. მათ დასავლური დიპლომი მხოლოდ თავიანთი კორუმპირებული მშობლების მიერ უკანონოდ მოპოვებული სიმდიდრის ლეგალურად გამოსაყენებლად სჭირდებათ.

 

რაც შეეხება „უპატრონო“ ნიჭიერ ახალგაზრდებს, ისინი ან ქვეყნიდან უნდა გაიქცნენ, ან კონფორმიზმის მეშვეობით გზა გაიკვლიონ სახელმწიფო სტრუქტურებში და მერე იქიდან, დასავლური ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი ადგილებითა და დაფინანსებით ან საზღვარგარეთ გადაიხვეწონ, ან რაიმე ადგილობრივ უცხოურ კომპანიაში იმუშავონ, რისთვისაც ისევ კონფორმიზმს უნდა მიმართონ ფიზიკური გადარჩენისათვის.


არის კიდევ ერთი კატეგორია: ჭკვიანი პროფესიონალების, რომლებიც საკუთარი ნიჭით გარკვეულ ფინანსურ სტაბილურობას აღწევენ მხოლოდ წვრილ ან საშუალო ბიზნესში, ანდა პროფესიულ სტრუქტურებში.


სწორედ ამ კატეგორიების იძულებითი კონფორმიზმით, ანუ შემგუებლობით იქმნება კასტა, რომელიც ქვეყანაში დასავლურობის, დემოკრატიულობის ილუზიას ქმნის. ეს ილუზია წარმოადგენს სწორედ ყველაზე მძლავრ მხარდამჭერ მექანიზმს კორუმპირებული მთავრობისათვის. ამ ადამიანებს ვერ გაკიცხავ, რადგან ისინი თავის გადასარჩენად შრომობენ; ვერც დაამუნათებ, რადგან გეტყვიან რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და როგორც თუთაშხია იტყოდა: -თავის წილ ბოსტანს მარგლავენ-. ანუ, როგორც „გლეხურად“ იტყვიან: - პოლიტიკაში არ ერევიან; პროფესიონალები არიან.


ეს არის მინი-რუსეთის იდეალური მოდელი, რომელიც საათივით მუშაობს. ამ მექანიზმის მუშაობის შედეგი კი ზუსტად ისეთივეა, როგორც რუსეთის; ჩამორჩენილი, ღარიბი, გაუნათლებელი, მზარდი კრიმინალის, განგსტერული, მომავლის პერსპექტივების არმქონე ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 99% უბრალოდ არსებობს და ნაცრისფერ დეკორაციას უქმნის გამძღარ 1%-ს.


ეს არის არსი მთელი იმ სისტემა-მოდელისა, რაც უკვე შექმნილია საქართველოში. ახლა უბრალოდ ამ მექანიზმის საბოლოო ჩაბეტონების პროცესი მიმდინარეობს.

 

ზურაბ გურული,

 

ექიმი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი