ამ კანონს ექნება დამანგრეველი ეფექტი საქართველოში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რომ აკეთონ კარგი საქმე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მან მოუწოდა პარლამენტს გამოიწვიოს „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტები.
„ჩვენ არ ვნებდებით, რათა დავარწმუნოთ მთავრობა, რომ ამ კანონთან მიმართებაში წინსვლა არ უნდა იყოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერო-მ, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომელიც, დიდი ალბათობით, მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, სავარაუდოდ, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, როგორც ამ კანონმდებლობამ ეს გააკეთა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედოს ამ კანონს. ეს არ არის აუცილებელი. არსებობს გამჭვირვალობა, როგორ გამოიყენება აქ უცხო ქვეყნების დახმარება. ამ კანონს ექნება დამანგრეველი ეფექტი საქართველოში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რომ აკეთონ კარგი საქმე, დაეხმარონ საჭიროების მქონე ქართველ ადამიანებს. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ, გამოიწვიეთ ეს კანონი, ეს არ არის საჭირო და არ შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესში“, – განაცხადა დეგნანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.