[ვიდეო] ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წევრებიც შეიკავებენ თავს ამ კანონის მიღებისაგან
06-03-2023, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წევრებიც შეიკავებენ თავს ამ კანონის მიღებისაგან, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების შეფასებისას.

 

 

 


„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, არ მიიღებს ამ კანონპროექტს იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი - შევიდეთ ევროკავშირში და გვქონდეს ნატოს ფარი. ამიტომ, ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ამ ჩვენს სწრაფვას... დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წევრებიც, მე ბევრს ვიცნობ იქ, შეიკავებენ თავს ამ კანონის მიღებისაგან... [თუ მიიღეს ეს კანონი] მაშინ მეც ვეღარ ვილაპარაკებ თქვენთან, მეც აგენტი ვიქნები“, - უთხრა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი