მოგვეცით იმის უფლება, რომ დისკუსია გავხსნათ. მოგვეცით უფლება, რომ განვიხილოთ კანონპროექტი, მოგვეცით უფლება იმისა, რომ დავინახოთ, რა არის ამ კანონში კარგი და რა არის ცუდი, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იემდის“ ეთერში.
„დიდი პატივისცემით ყველა ქვეყნის საელჩოს, მისი ხელმძღვანელისა და წარმომადგენლის მიმართ, მოგვეცით იმის უფლება, რომ დისკუსია გავხსნათ. მოგვეცით უფლება, რომ განვიხილოთ კანონპროექტი, მოგვეცით უფლება იმისა, რომ დავინახოთ, რა არის ამ კანონში კარგი და რა არის ცუდი, რა არის ამ კანონში დამაზიანებელი, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების კუთხით. ხომ შეიძლება, რომ ამაზე ღიად ვისაუბროთ? თუ რადგან ვიღაცამ თქვა, რომ ეს არის რუსული კანონი, ამის გამო ამაზე ყოველგვარი სჯა-ბაასი უნდა მოიხსნას?! ეს ყველაფერი უნდა წავიდეს ვენეციის კომისიაში და იქიდან მოვიდეს რეკომენდაციები და დასკვნები. დისკუსიის აკრძალვა უკვე ბადებს გარკვეულ შეკითხვას, რატომ არის დემოკრატიულ ქვეყანაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის განხილვა აკრძალული? ვფიქრობ, ჩვენ თუ გვექნება დისკუსია, ალბათ, უფრო ადვილად დავინახავთ, რა შეიძლება იყოს ან დამაზიანებელი, ან სასარგებლო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.