გერმანიის ვიცე-კანცლერი: მე თბილისში ვარ ნამყოფი, ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა
07-03-2023, 07:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

რობერტ ჰაბეკის თქმით, საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა.

 

„ჩემი ოჯახი, როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, Google Translate-ს ვიყენებდით თარგმანისთვის და ბარიერი არ გვქონია ურთიერთობაში. ნამდვილად შეიძლება კომუნიკაცია ტელეფონის და კომპიუტერის საშუალებითაც. მე მახსოვს მზის ჩასვლის მომენტი თბილისის თავზე, მთაზე. ვიყავი ძალიან ძველ მუზეუმში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ და მას შემდეგ, მალევე მოხდა საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ, 1918-21 წლებზე მაქვს საუბარი. მე თბილისში ვარ ნამყოფი, ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა”,- აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი