ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს მახინჯი სისტემა ჩავიბარეთ, რომელიც ადამიანს კლავდა, ჩაგრავდა, აწამებდა, ის მძიმე მემკვიდრეობა საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს
07-03-2023, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

2012 წელს მახინჯი სისტემა ჩავიბარეთ, რომელიც ადამიანს კლავდა, ჩაგრავდა, აწამებდა, ის მძიმე მემკვიდრეობა საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც გადავდგით და შედეგი ყველასთვის ნათელი და ცხადია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ წარდგენილი კვლევის „ დემოკრატიის ანგარიში 2023“ -ის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

კვლევის მიხედვით, დემოკრატიის ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული დემოკრატიის პროგრესი რეალობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად მოიტანა.

 

„ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ შევქმენით, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად. თქვენ გახსოვთ, როგორი ქვეყანა ჩავიბარეთ 2012 წელს. იყო მახინჯი სისტემა, რომელიც ადამიანს კლავდა, ჩაგრავდა, აწამებდა. ეს იყო სისტემური დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა, საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, ძალიან გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ გადავდგით და გავაკეთეთ. ამიტომ, შედეგი არის ყველასთვის ნათელი და ცხადი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი