ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
07-03-2023, 19:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში ვიზიტის დროს საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს აჰმედ ალ ხატიბს შეხვდა.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეისათვის ორ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები.

 

ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე და ხაზი გაესვა ამ სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ პოტენციალს.

 

აღინიშნა, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ორ ქვეყანას შორის არსებული პირდაპირი ავიარეისები ხელს უწყობს ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას.

 

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ ბიზნესსა და ვაჭრობის მოცულობას შეუწყობს ხელს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესმეგობრული ურთიერთობების განვითარება საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოდან კიდევ უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას შეუწყობს ხელს.

 

შეხვედრის შემდეგ, საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ქვეყნის სტენდთან მიიწვია. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოს საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და ტურიზმის მინისტრისგან საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტული პროექტებისა და ITB Berlin -ზე წარმოდგენილი სიახლეების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. პრემიერს საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრმა სამახსოვრო, ტრადიციული ხელნაკეთი საჩუქარი გადასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი