შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით.
„მარტივად გეტყვით, ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის, ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.
„პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.